ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის პერსპექტივები პოლონეთში
30 მაისი, 2018

პოლონეთის ქალაქ ტორუნში ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით - „ქართული ღვინო პოლონეთში“ გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტორუნი ქართული ღვინის რეალიზაციისთვის პერსპექტიული ადგილია, რადგან ეს ქალაქი ითვლება პოლონეთის ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად. 1997 წელს ტორუნი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.

დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Vinisfera-ს ორგანიზატორობით გაიმართა. ქსხვაადსხვა სტილი ქართული ღვინო ღვინის იმპორტიორებმა, დისტრიბუტორებმა, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელებმა, ღვინის ბლოგერებმა დააგემოვნეს.

ღვინოებს შორის იყო, როგორ კლასიკური წესით დამზადებული, ისე ქვევრის ღვინოები. ქართული ღვინის პრეზენტაციას Vinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზრად მიიჩნევა. ის ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.