ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული დამწერლობა რჩეულებს შორის
22 იანვარი, 2018

ქართული დამწერლობა მსოფლიოს იმ დამწერლობებს შორის მოხვდა, რომელზეც UNESCO-მ ბროშურა გამოსცა.

ბროშურა სახელწოდებით Writing Peace,  UNESCO-ს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით, საერთაშორისო პროგრამის კულტურა -დიალოგისა და მშვიდობისათვის ფარგლებში, გამოიცა. კულტურის სამინისტროს ცნობით, ახალი ბროშურა წარმოადგენს ერთგვარ შესავალს მსოფლიოს დამწერლობების შესწავლისთვის.

ბროშურაში წარმოდგენილია 22 დამწერლობის სისტემა. მსოფლიოს უძველეს დამწერლობებს შორის, ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობის შემდეგ ფიგურირებს ქართული დამწერლობა.

ქართული დამწერლობისთვის მიძღვნილ გვერდებზე მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ქართულ ანბანს და ქართული დამწერლობის მოკლე ისტორიას. ამ გვერდებზე ასევე მოცემულია მოკლე სავარჯიშო ქართული ანბანის უკეთ ათვისებისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.