მსოფლიოს 20 ქვეყანაში 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 9 758 746 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდია ექსპორტირებული, მაჩვენებელი გაორმაგებულია (+103%) 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
სტატისტიკური მონაცემებით, სულ თანხობრივ მაჩვენებელში ექსპორტირებულია 21,85 მლნ აშშ დოლარის ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98%-ით მეტია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 165,34 მლნ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52% შეადგინა.
www.bpi.ge