საქართველოდან იანვარ-სექტემბერში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტზე 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი გავიდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 10% შეადგინა.
www.travelingeorgia.ge