ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო, 27%-ით მეტი 2017 წლის 5 თვესთან შედარებით.
ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 75,3 მლნ დოლარი შემოსავალი მიიღო (+36%).
ექსპორტი გაზრდილია როგორც ევროპისა და აზიის, ისე ტრადიციული ბაზრებზე: იაპონია - 186% (97668), დიდი ბრიტანეთი - 109% (45210), ჩეხეთი - 87% (24408), სამხრეთ კორეა 76% (31380), გერმანია - 51% (252982), ნიდერლანდები - 45% (33399), რუსეთი - 38% (20439494), უკრაინა - 33% (3149059), პოლონეთი - 33% (1300222), ყაზახეთი - 32% (1379698), ლიეტუვა - 22% (172020), ლატვია - 22% (670260), ესტონეთი - 16% (216762), ბელარუსი - 11% (461952) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (20439494), უკრაინა (3149059), ჩინეთი (2331800), ყაზახეთი (1379698) და პოლონეთი (1300222).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.
www.travelingeorgia.ge