ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ ღვინოსა და ჭაჭაზე საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება
04 მაისი, 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ დოლარის ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა.

ექსპორტის მატებაა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 32%. 

სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.