ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
12 თებერვალი, 2019

„ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი გახდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ნიკოლოზ ანთიძის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისთვის – „ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ 11 თებერვალს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.