ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე – ამის შესახებ საქართველოს
პრემიერი თავისუფალი სტილით სრიალში –თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს საქართველო ზამთრის ტურიზმის რუკაზე საქართველოს დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
მოვლენას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.
„ამ გადაწყვეტილებას საქართველო გადაჰყავს უმაღლეს ლიგაში და ჩვენ ვჩნდებით ზამთრის სპორტის სახეობების, ზამთრის ტურიზმის მიმართულებების მსოფლიო რუკაზე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება და ყველას გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას“, – განაცხადა პრემიერმა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები – ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.
www.travelingeorgia.ge