ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პირველად თბილისში მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
28 სექტემბერი, 2017

თბილისი მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას Sportsway Tourism-ი მასპინძლობს.

ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 27-28 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში” (მის: ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) გაიმართება

კონფერენციაზე განიხილება თემები, როგორიცაა მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენების შექმნის საშუალებით, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში და სხვა.
კონფერენციის სპიკერები არიან მსოლიოში აღიარებული, უდიდესი სპორტული და ივენთ კომპანიების ხელმძღვანელები, ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები, როგორებიც არიან, ელჩინ საფაროვი – ევროპული და ისლამური თამაშების ოპერატიული დირექტორი, ანდრეი ბარანნიკოვი (CEO spn communications), იური სტროფილოვი (CEO stro.run), ვლადიმერ ვოლოშინი (CEO Newman sports and consulting), ლუის სილვა (CEO Bluerock), ანდრეი კავუნ (CEO Ironstar), იგორ სტოლიაროვი (CEO Eventica), აჰმედ იბრაჰიმ (Dubai Sports Cauncil) და სხვა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, ქ. თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მცირე და საშალო ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

Sportsway Tourism გაძლევთ შესაძლებლობას მოისმინოთ და მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო თემების დაგეგმვაში, წარადგინოთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა, მიიღოთ მონაწილეონა b2b შეხვდრებში.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.