პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით. ქუჩის მთელ პერიმეტრზე 100 დეკორატიული ქოთანი დამონტაჟდება, რომელშიც სხვადასხვა სახეობის 1 600 ძირი ბუჩქი ირგვება.
პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის შედეგად სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.
გარდა ამისა, პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი.



www.bm.ge