ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Park Inn by Radisson-ის მშენებლობა გადაიდო
29 სექტემბერი, 2017

სასტუმრო „თორის“ ნაცვლად Park Inn by Radisson-ის მშენებლობა  გადაიდო. პროექტი სექტემბრის ნაცვლად, უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი  „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ეს დამოკიდებული იქნება ფორმალური ნაწილის მოგვარებაზე.

კერძოდ, როგორც ჯანაშვილი განმარტავს, საპარტნიორო ფონდი   პროექტში პარტნიორია, შესაბამისად, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა  ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ. „ზოგი საქართველოში არ იმყოფება და პროცესი ამის გამო გაჭიანურდა. ხელმოწერა ძალიან მალე, შესაძლოა, მიმდინარე კვირაშიც მოხდეს“-აცხადებს ჯანაშვილი.

/

სასტუმროს მშენებლობას 2 წელი დასჭირდება და მისი გახსნა 2019 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

Park Inn by Radisson 200 ნომერს, კაფე- რესტორანს,  საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს გააერთიანებს.

ავტორი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.