ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პალიასტომის ტბაში კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს
09 ნოემბერი, 2017

პალიასტომის ტბაში ველური და სარკისებრი კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს. ორგანიზატორების განცხადებით, ლიფსიტები დაახლოებით ერთ წელიწადში 2-3 კილოგრამს მიაღწევენ და დიდ სარეწაო მნიშვნელობას შეიძენენ. აქციის მიზანი პალიასტომში კობრის პოპულარიზაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პალიასტომზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაში, კერძოდ თევზების რესურსების მატების საქმეში და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური სახეობის კობრის მარაგისა და პოპულარიციის აღდგენის საქმეში“,- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ.

აღნიშნული პროექტი ასოციაცია ფლორა და ფაუნამ კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად განახორციელა. ფინანსური მხარდაჭერა კი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა უზრუნველყო.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.