ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში ქართული მხარე ერთვება.
ქართულმა მხარემ ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შარშან მიღწეული 5-წლიანი შეთანხმებების საფუძველზე მოითხოვა, რაც თურქულმა მხარემ დააკმაყოფილა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები ქართული მხარის მიერ გადაცემული ძალოვანი ხარაჩოს პროექტის საფუძველზე გადაუდებელი პროექტის სახით ჩატარდება.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ამჟამად დაიწყო ტერიტორიის შემოზღუდვა და მოსამზადებელი სამუშაოები ხარაჩოს დასამონტაჟებლად. შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც 5-წლიანი პროგრამის შესაბამისად ქართველმა და თურქმა სპეციალისტებმა ერთობლივად უნდა განხორციელონ.

სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.

„ოშკის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ტურისტულ ჯგუფებს ვთხოვთ გაგებით მოეკიდონ სამუშაოებთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტაძარში შესვლაზე შესაძლო შეზღუდვებს“, - განმარტავენ საელჩოში.

www.travelingeorgia.ge