2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 261,098 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის დეკემბერში 127%-ით გაიზარდა და 57,088 მგზავრი შეადგინა.
2018 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18,492 მგზავრმა ისარგებლა. რაც 66%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
1tv.ge