ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2016 წელს სასტუმროებს ირანიდან 6,6-ჯერ მეტი სტუმარი ჰყავდათ
01 სექტემბერი, 2017

2016 წელს გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ირანიდან (6.6-ჯერ), რუსეთიდან 71.2% – ით, თურქეთიდან – 70.0% – ით,  უკრაინიდან – 41.4%-ით, გერმანიიდან – 27.9%ით, პოლონეთიდან – 21.6%-ით,  აშშ-დან – 19.4% – ით და სომხეთიდან – 11.9% – ით.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (74.6%), საქმიანი და პროფესიული მიზნით – 16.0%, მკურნალობის მიზნით – 1.6%, ხოლო დარჩენილი 7.8% სხვა მიზნებზე მოდის.

რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 14.3% მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 13.6% – თურქეთზე, 7.4% – უკრაინაზე, 6.8% – ირანზე, 6.3% – ისრაელზე, 3.6% – აზერბაიჯანზე, 3.6% – სომხეთზე და 3.2% პოლონეთზე.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.