საქართველოს ხელისუფლება 2030 წლისთვის 1500 ჰა-ზე ტყის გაშენებას გეგმავს. დამატებით 7 500 ჰა ტყის ფართობზე ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ბუნებრივ განახლებას, ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის მიზნით, - ასეთია ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო დონეზე აქვს აღებული.
ტყის ლანდშაპტის აღდგენაზე ისაუბრეს ასტანაში გამართულ მინისტერიალზე, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ისაუბრეს ტყის აღდგენის დაფინანსებაზე.
მონაწილე მხარეებმა მოიწონეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც გულისხმობს: 2030 წლისათვის ქვეყნებში დეგრადირებული მიწების გამოვლენას, მათ აღდგენასა და გატყიანებაზე მუშაობას; ტყის ლანდშაფტების აღდგენისათვის ეროვნული პოტენციალის შეფასებას.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.
www.travelingeorgia.ge