2021 წლამდე საქართველოს სასტუმროების ბაზარს 6 700-ზე მეტი ნომერი შეემატოს, - ასეთი მოლოდინია უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ ჩაატარა.
კვლევის თანახმად, საქართველოში ტურისტების ზრდის ტრენდმა სასტუმროების ბაზარზე დადებითად იმოქმედა და2017 წელს თბილისის სასტუმროების კატეგორიათა უმრავლესობისთვის გაიზარდა დატვირთულობის კოეფიციენტი.
სასტუმროების ბაზარზე ყველაზე დიდი მიწოდებით თბილისი და ბათუმი გამოირჩევა. თუმცა საერთაშორისო ბრენდები არა მხოლოდ ამ ორი ქალაქით, არამედ ქუთაისით და საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტებითაც დაინტერესდნენ.
აღსანიშნავია, რომ კვლევა მოიცავს სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას. კვლევა საქართველოს მასშტაბით, სამ ძირითად ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა.
www.travelingeorgia.ge