ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2018-2019 წლებში 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი ამოქმედდება
21 დეკემბერი, 2017

საქართველოში განთავსების ობიექტების რაოდენობა იზრდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, 60-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტი შევიდა მწყობრში, რაც არის 3 900-ზე მეტი საწოლი ადგილი. 

„2018-2019 წლებში კიდევ 200-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტი უნდა ამოქმედდეს, რომლებიც ამ წუთებში მშენებლობის პროცესშია. ეს არის 21 000-ზე მეტი საწოლი. ყველამ დავინახეთ თბილისში გიდები, რომლებსაც უჭირავთ დროშები, რომ თავისი ტურისტები არ დაკარგონ. ეს, რა თქმა უნდა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება,“ - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესია მთის კურორტების მიმართულებით. აღნიშნავს, რომ მთავრობის მიზანია მთის კურორტები გახდეს 4 სეზონიანი, რათა იქ სეზონურობაზე არ იყოს დამოკიდებული ტურისტის ჩასვლა.

„საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მთის კურორტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ვიზიტორების ზრდაში აისახა. თუკი 2013-2014 წლებში ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 98 039 ვიზიტორი სტუმრობდა, 2016-2017 წლებისთვის ამ მაჩვენებელმა 412 711 ვიზიტორს გადააჭარბა“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.