ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ონისა და ამბროლაურის სოფლების ტურისტულ-სარეკრეაციო მოწყობის გეგმის შემუშავებაზე კონკურსი ცხადდება
06 აპრილი, 2017

ონის მუნიციპალიტეტის და სოფლების, - უწერის, მრავალძარისა და კურორტ შოვის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვა კონკურსის საშუალებით მოხდება. 

ამასთან, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე 2017-2018 წლებში ჯამურად 400 000 ლარი (დღგ-ს გარეშე) დაიხარჯება; 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე 2017-2018 წლებში ჯამურად ასევე 400 000 ლარი (დღგ-ს გარეშე) დაიხარჯება. 

საკონკურსო პირობების მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისათვის, წინასაპროექტო კვლევა და სტრატეგიული განვითარების ხედვა (კონცეფცია), კონცეფციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდეს ,,მთის რაჭის“ სოფლებზე ღები, გლოლა, ჭიორა და შქმერი. 

სივრცითი მოწყობის გეგმამ უნდა განსაზღვროს სივრცით-ტერიტორიული სტრუქტურა, მათ შორის: ა) სივრცის კატეგორიები: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო ტერიტორია, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური ტერიტორიები; ბ) დასახლებათა სტრუქტურა და განვითარების ცენტრების იერარქია; გ) ძირითადი საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციები; დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითადი გეგმარებითი ღერძები; ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილები, სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიები; ვ) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ტერიტორიები და დაცვის ზონები; ზ) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიები; თ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების წინაპირობები; ი) დაცული ტერიტორიების სისტემა; კ) სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიები; ლ) სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიები; მ) წყლის ობიექტები და წყალშემკრები ტერიტორიები; ნ) სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენებული ტერიტორიები; ო) მიწათსარგებლობის ძირითადი პრინციპები. 

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მონაცემებით 8 300 კაცია. ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 50%-ით შემცირდა. ქალაქ ონში 3 150 მცხოვრებია. სოფლად ცხოვრობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60% (5 150 კაცი). მოსახლეობის სიმჭიდროვე 6 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებლს (67კაცი/კმ2, ) 10-ჯერ ჩამოუვარდება. 

როგორც საკონკურსო პირობებში ვკითხულობთ, პრიორიტეტული სექტორები, რამაც შეიძლება უზრუნელყოს მუნიციპალიტეტის განვითარება და შემოსავლის ზრდა არის სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობის განვითარება და ხორცისა და რძის პროდუქტების დამზადება; ტურიზმის განვითარება, რომელსაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ბუნებრივი პირობები და საკურორტო რესურსები; ბარიტისა და ოქროს საბადოების ათვისება, რაც ასახულია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმაში. ამასთანავე სატყეო სექტორის საფუძველზე შესაძლებელია ხის დამუშავებისა და ავეჯის საწარმოების განვითარება. 

www.businesscontract.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.