დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ომალოში 4 აგვისტოს, “მეცხვარის დღე - თუშეთობა - 2018“ გაიმართება.
თუშეთობაზე წარდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყობა ძველებური-თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ისინი.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლოლური ჯგუფები და მოწვეული მომღერლები.
www.travelingeorgia.ge