ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოჩამჩირეში შუა საუკუნეების ციხეს და კიდევ 14 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
10 აგვისტო, 2018

ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირეს მუნიციპალიტეტში, სოფელ ახუწაში მდებარე შუა საუკუნეების ციხეს და კიდევ 14 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ციხე სოფელ ახუწაში, მცხოვრები შოუ გუდიმის სახლის მახლობლად პატარა კლდის თავზე მდებარეობს. ციხე ქვით ნაშენია. მას სამხრეთ დასავლეთით, კლდის ძირში ჩამოუდის ხევი. გარდა სამხრეთ დასავლეთისა ირგვლივ არტყია გალავანი. 

ციხის აღმოსავლეთით მხარეს არის პატარა ცილინდრული ფორმის განყოფილება კამაროვანი ჭერით, შიგ კედლები შელესილი აქვს. იგი ოთხკუთხედი კარებით უერთდება ციხეს. ციხის შუა ეზოში არის ჭა.

ძეგლი ნახევარზე მეტი დანგრეულია. სამხრეთ დასავლეთით მდებარე კედელი მთლიანად მოშლილი აქვს. კედლებს არ ეტყობა სათოფურები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.