ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ღამის ავტობუსები ივლიან.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, "ღამის ავტობუსი" ავტობუსები ყოველ პარასკევ და შაბათ ღამეს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "ვარკეთილამდე" ავტობუსი იმოძრავებს, მარშრუტი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "ვარკეთილამდე".
პროექტი საპილოტეა და როგორც თბილისის მერი ამბობს, ეს მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისთვის და ღამით დასაქმებული ადამიანებისთვის.
ღამის ავტობუსი საპილოტე მარშრუტზე 1-საათიანი ინტერვალით და სტანდარტული ტარიფით იმოძრავებს.
www.tarvelingeorgia.ge