ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ნუგბარის“ ჩურჩხელა აშშ-ს, კორეასა და ჩეხეთის ბაზარზე გადის
12 თებერვალი, 2018

კომპანია „ნუგბარის“ ჩურჩხელა, რომელიც წნორში იწარმოება, ექსპორტზე აშშ-ში, კორეასა და ჩეხეთში გადის. მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებაზე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბიძინა ფხოველიშვილი Knews.ge-სთან ამბობს, ექსპორტი პირველად ჩეხეთში დაიწყო, სადაც საცდელად 500 ჩურჩხელა გაიტანეს, შემდეგ ეტაპზე კი რაოდენობა გასამმაგდა.

„ნუგბარმა“ ჩეხეთის გარდა, აშშ-ში წელს 2 000-მდე ჩურჩხელა გააგზავნა და უკვე სრულად გაიყიდა, კარგად იყიდება პროდუქცია სამხრეთ კორეაშიც.

დაბა წნორში მდებარე საწარმო დღეში 2000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს.

„ნუგბარი"  ჩურჩხელების საწარმოებლად იყენებს საუკეთესო ხარისხის ქართულ თხილეულსა და მხოლოდ სრულმარცვლოვან ფქვილს. კომპანიას, ასევე, აქვს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც ჩურჩხელასთან ერთად შედის ტყლაპი, ჩირი და თხილეული.

"ნუგბარი" საქართველოში 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში იყიდება. საწარმო 20-მდე სახეობის ჩურჩხელის გარდა მცირე რაოდენობით ტყლაპს და გოზინაყს, ასევე ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებებს აწარმოებს. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.