ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნარიყალას განახლებული ციხე-სიმაგრე დამთვალიერებლებს წლის ბოლოდან უმასპინძლებს
04 ივლისი, 2017

ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან – ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ციტადელის აღმოსავლეთ კედელზე (მე-12 და მე -18 ბურჯებს შორის). ამავე მონაკვეთში გალავნის თავზე მთელ გაყოლებაზე, დამთვალიერებლების გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, ეწყობა აგურის დაბალი კედელი. ძველი სატრაპეზოს ნაცვლად, რომელიც მიდგმულია გალავანზე, შენდება ახალი ნაგებობა, რომელიც ბუნებრივად იქნება შერწყმული ეზოს რელიეფთან.

რეაბილიტაციის I ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის ბოლოს დასრულდება და ნარიყალას ისტორიული ციხე-სიმაგრე დამთვალიერებლებს განახლებული სახით უმასპინძლებს.

პროექტს თბილისის განვითარების ფონდი „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის მიხედვით ახორციელებს.

www.bpi.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.