ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნაფარეულში სასტუმრო „თვინს ტყუპები“ ფართოვდება
28 თებერვალი, 2018

ნაფარეულის სასტუმრო „თვინს ტყუპები“ ფართოვდება. უკვე სექტემბრიდან სასტუმრო სტუმრებს გაორმაგებული ოთახების რაოდენობით დახვდება.

სასტუმრო კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში”  კუთვნილებაა.

ამ დროისთვის სასტუმროში 12 ნომერი ფუნქციონირებს და 12 ოთახი დაემატება. გაფართოების შემდეგ, სასტუმროში გაიხსნება საცურაო აუზი და საუნა. დამატებით დასაქმდება 15 ადამიანი.

კომპანია სასტუმროს ბიზნესის გაფართოებაში 775 000 ლარის ინვესტიციას ჩადებს. კომპანიამ „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში” პროექტის განხორციელებისთვის სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.