ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მზარდი ტურისტული სტატისტიკა - რამდენი მოგზაური და საიდან სტუმრობს საქართველოს
06 ივნისი, 2018

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2018 წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, რაც 7.8%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 541,752 შეადგინა (+9%).

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%), სომხეთიდან (-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა. 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%,ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%.

რაც შეეხება 5 თვის მაჩვენებელს, ქვეყანაში 2,834,576 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,390,656 შეადგინა, ზრდა+16.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,533,785 შეადგინა, რაც291,380-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +23.5%)

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.7%), თურქეთიდან (+21.7%),სომხეთიდან (+6.3%) და რუსეთიდან (+28%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +59% ლატვია +48.7%, გერმანია +37.3%, საფრანგეთი +34.4%და პოლონეთი +27.9%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეას რესპუბლიკა +154.5%, ჩინეთი +83.4%, ქუვეითი +80.4%, ირანი +60.5%, ისრაელი +44.7% და სხვა.
ქვეყანა 2017: იანვარი-მაისი 2018: იანვარი-მაისი ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 438,856 485,733 46877 10.7%
2 თურქეთი 349,101 424,686 75585 21.7%
3 სომხეთი 395,132 420,021 24889 6.3%
4 რუსეთი 320,900 410,619 89719 28.0%
5 საქართველო (არარეზიდენტი) 178,254 190,831 12577 7.1%
6 ირანი 72,476 116,318 43842 60.5%
7 უკრაინა 58,088 56,858 -1230 -2.1%
8 ისრაელი 27,772 40,186 12414 44.7%
9 ინდოეთი 15,464 17,958 2494 16.1%
10 გერმანია 12,030 16,520 4490 37.3%
11 პოლონეთი 11,693 14,943 3250 27.8%
12 ყაზახეთი 11,871 14,556 2685 22.6%
13 ა შ შ 9,396 10,867 1471 15.7%
14 ბელარუსი 8,422 10,640 2218 26.3%
15 გაერთიანებული სამეფო 6,000 9,540 3540 59.0%
 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.