მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვა იწყება.
ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ.
პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და ამავდროულად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვირტუალური სტენდის ადაპტირებულ მოწყობასაც, რაც მისი შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.
მუზეუმ ნაკრძალებიდან ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი პირველად უფლისციხის კომპლექსზე ადაპტირდა, სადაც მისი პირველი მომხმარებლები გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები გახდნენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ვირექს იმერსივისთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და საიმიჯო ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვა-განხორციელებას ითვალისწინებს.
უფლისციხის კომპლექსზე მოწყობილი Vrex box -ის ვირტუალური სტენდი კლდეში ნაკვეთი ქალაქის სფერული ვიდეოგადაღების მეთოდით ინსტალირებულ 3D ფორმატის გამოსახულებასთან ერთად, მასში ინტეგრირებულ აუდიო გიდის მრავალენოვან სერვისსაც მოიცავს. ვირტუალური რეალობის პრეზენტაციის გამშვები სპეციალური აპლიკაცია, მზერის დაყოვნების საშუალებით, ინტერაქტიულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სფერულ ვიდეო მასალაში მომხმარებლის მარტივ ნავიგაციას და გრაფიკული ეფექტებით გაფორმებული ინფორმაციის ჩვენებას. მაღალი წარმადობის ვირტუალური რეალობის სტენდებით უახლოეს მომავალში ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსიც აღიჭურვება. ასევე მალე ტურისტებისთვის, ანაგოგიური ტექნიკური დანადგარი ადაპტირდება რ. თაბუკაშვილის ქუჩაძე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისიც. სამომავლოდ კი ვირტუალური რეალობის სტენდებით სააგენტოს ყველა მუზეუმ-ნაკრძალი აღიჭურვება, რაც როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
www.travelingeorgia.ge