მთაწმინდის პარკი სააღდგომო გამოფენაზე გეპატიჟებათ. გამოფენა პარკში აღდგომამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.
გამოფენის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს განსხვავებული სააღდგომო ნივთები და ფასდაკლებული პროდუქცია.
ამავდროულად მთაწმინდის პარკის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა განტვირთონ, პატარებს შეუძლიათ ატრაქციონებსა და სხვა გასართოებებზე იმხიარულონ. მთაწმინდის პარკს შეთავაზება ყველა ასაკის ადამიანისთვის აქვს, მით უმეტეს, რომ პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი ფუნქციონირებს.
www.travelingeorgia.ge