საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების წილი იზრდება. ოპტიმისტურად არის განწყოლი ქვეყნის მთავრობაც და წლის ბოლომდე ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავლებს ელის.
როგორც ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, ოქტომბერში ტურიზმის მიმართულებით კარგი ზრდაა - დაახლოებით 19%-იანი ზრდა შემოსავლების მიმართულებით, რაც ნომინალში 35 მლნ დოლარია.
მინისტრი ამბობს, რომ ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
„ოქტომბერში ტურიზმის სფეროდან ჩვენ 218 მლნ აშშ დოლარი მივიღეთ. ტურიზმის ჯამური მაჩვენებლების თანახმად, წელს, 10 თვეში 2,5 მლრდ დოლარი გვაქვს მიღებული ტურიზმის სექტორიდან. შესაბამისად, წლის ბოლომდე 2,7 მლრდ დოლარს ველოდებით“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge