ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა წყალტუბოს სანატორიუმებსა და შენობებს საპრივატიზაციოდ ამზადებს
14 სექტემბერი, 2021

სახელმწიფო წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებსა და შენობებს კვლავაც საპრივატიზაციოდ ამზადებს. როდის გამოიტანენ ობიექტებს გასასხვისებლად ეს ჯერჯერობით უცნობია.

"გენერალური განვითარების საკმაოდ საინტერესო გეგმა დაიდო. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სახელწიფო სანატორიუმებსა და შენობებს საპრივატიზაციოდ. საკმაოდ მიმზიდველია ეს ბიზნესისთცის. გეგმაზომიერად ხდება დევნილთა განსახლება. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ საპრივატიზაციოდ გამოვიტანოთ იქ არსებული შენობები სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებით. ბატონმა ბიძინამ მისცა ძალიან დიდი სტიმული ამ კურორტის განვითარებას",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.