ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა თელავის განაშენიანებაზე იწყებს ზრუნვას
07 ივლისი, 2017

მთავრობა თელავის განაშენიანებაზე იწყებს ზრუნვას და მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად, იზრდება მშენებლობები.

“თელავი არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ასევე ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში მომზადდეს პროფესიონალურად სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და ჩვენ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და იერსახე და მეორე მხრივ, შევქმნათ გეგმაზომიერი განვითარების მიმართულება, რომელიც მომავალში დაცული იქნება. ამიტომ ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გუიორგი კვირიკაშვილმა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.