2019 წლიდან სრულიად ახალი, დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტი დაიწყება.
პროექტის განხორციელება დაიწყება 2019 წლიდან და 2020-2021 წლებისთვის, ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში.
მეტროსადგურის ამ მონაკვეთის განვითარების ბიუჯეტი 90 მილიონ დოლარს აღწევს.
მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 6 ახალი მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება.
ეს იქნება სამგორის მეტროსადგურიდან ლილოს ბაზრობამდე ხაზი, რომელიც გაივლის რამდენიმე წერტილს, მათ შორის აეროპორტს და მოიცავს ჯამში 8 მეტროსადგურს.
პროექტის მე-2 ფაზა არის თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს სარკინიგზო ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი.