Numbeo-ს სამომხმარებლო ფასების, დანაშაულის შეფასების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების მონაცემთა ბაზამ 2018 წლის თებერვალში ანგარიშები განაახლა. კვლევის მიხედვით, 545 ქალაქს შორის, თბილისი 509-ე ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ცხოვრება საკმაოდ იაფია.
თბილისის ცხოვრების სიიაფის ინდექსი 31.91-ია. ამავე ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ციურიხია, მისი ინდექსი კი - 147.71-ია.
ანგარიშში მოცემული მონაცემების მიხედვით, 4-სულიანი ოჯახი თვეში დაახლოებით 3,375.24 ლარს ხარჯავს (ქირის გარეშე), ხოლო ერთი ადამიანი - 950.36 ლარს (ქირის გარეშე). თბილისის ცხოვრების სიიაფის ინდექსი ნიუ-იორკის ინდექსზე 68.09%-ით ნაკლებია.
რეიტინგში მოცემული ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:
რესტორანი:
იაფფასიანი რესტორანი - 15 ლარი
საშუალო დონის რესტორანი ორ კაცზე - 50 ლარი
მაკდონალდსი - 11.50 ლარი
ადგილობრივი ლუდი - 2.50 ლარი
იმპორტული ლუდი - 4.00 ლარი
კაპუჩინო - 3.84 ლარი
კოკა-კოლა/პეპსი - 1.24 ლარი
წყალი - 0.53 ლარი
მარკეტები:
რძე - 2.89 ლარი
ბრინჯი - 2/09 ლარი
კვერცხი - 3.44 ლარი
ადგილობრივი ყველი - 8.79 ლარი
ვაშლი - 2.32 ლარი
ბანანი - 3.61 ლარი
ფორთოხალი - 3.16 ლარი
პომიდორი - 2.27 ლარი
კარტოფილი - 1.19 ლარი
ხახვი - 1.16 ლარი
წყალი - 0.89 ლარი
ღვინო - 10.00 ლარი
ადგილობრივი ლუდი - 2.08 ლარი
იმპორტული ლუდი - 3.17 ლარი
თამბაქო (მარლბორო) - 4.00 ლარი
სპორტი და თავისუფალი დრო:
ფიტნეს კლუბი, თვიური მაჩვენებელი ზრდასრულ ადამიანზე - 89.44 ლარი
ტენისის კორტის ქირაობა (ერთი საათით) - 23.00 ლარი
კინო (ერთი ადგილი) - 10.00 ლარი
ბავშვის მოვლა:
ბაღი (საშუალო თვიური ერთ ბავშვზე) - 328.19 ლარი
დაწყებითი სკოლა (წლიური საშუალო ერთ ბავშვზე) - 8,480.00 ლარი
ტანისამოსი და ფეხსაცმელი:
ჯინსი ("ლევისი" ან მსგავსი ბრენდი) - 132.38 ლარი
ერთი საზაფხულო კაბა (ზარა, H&M, ... ) - 85.00 ლარი
ნაიკის სარბენი ფეხსაცმელი - 190.00 ლარი
მამაკაცის ტყავის ფეხსაცმელი - 190.56 ლარი
ყოველთვიური გადასახადი:
აპარტამენტი ქალაქის ცენტრში (ერთი საძინებლით) - 793.04 ლარი
აპარტამენტი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით (ერთი საძინებლით) - 455.91 ლარი
აპარტამენტი ქალაქის ცენტრში (სამი საძინებლით) - 1,700.00 ლარი
აპარტამენტი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით (სამი საძინებლით) - 911.11 ლარი
აპარტამენტების ყიდვა:
ქალაქის ცენტრში აპარტამენტის ყიდვა (ფასი კვადრატულ მეტრზე) - 2,490.66 ლარი
ქალაქის ცენტრიდან მოშორებით აპარტამენტის ყიდვა (ფასი კვადრატულ მეტრზე) - 1,439.02 ლარი