მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტები - საპატიო სიგელი საქართველოს
საქართველომ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. საპატიო სიგელი ამჯერადაც მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროში გვერგო. „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის“ სიგელი საქართველოს იტალიის მეღვინეობით ცნობილ პიემონტეს რეგიონში, ისტორიული ციხესიმაგრე Grinzane Cavoir-ში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა.
დაჯილდოება ეგიდით „იუნესკოს საგანძური“ გაიმართა. ანალოგიური გასულ წლებში ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს.
საქართველოს მევენახეობის ლანშაფტები, მისი ღვინის და მევენახეობის ისტორიის ღირსშესანიშნავი ეტაპები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა - სტუმრებს დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები, რომლებიც წარმოადგინა „მეღვინეობა ხარებამ“ - ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და მწვანე კახური. იტალიურმა სანერგე „რაუშედომ“ წარმოადგინა ევროპული სტილის ექსპერიმენტული ღვინოები - რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი და ალექსანდროული
ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოება Enoteca Regionale Piemontese Cavoir და მისი პრეზიდენტი, სენატორი ტომაზო ძანოლეტი.

www.travelingeorgia.ge