ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა
18 ოქტომბერი, 2018

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველო ევრაზიის რეგიონის სამ მოწინავე ქვეყანას შორისაა.

მთლიანობაში გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 140 სახელმწიფოს შორის 66-ე ადგილი დაიკავა. 2017 წელთან შედარებით, ქვეყანამ ერთი პოზიციით დაწინაურდა.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ხორვატიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, უკრაინას, მაკედონიას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცოგოვინას და სხვა.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველო ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყნებს საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიის დანერგვით მნიშვნელოვნად უსწრებს. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“

კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგის ლიდერია აშშ. მეორე ადგილზეა სინგაპური, ხოლო მესამეზე – გერმანია.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.