კომპანია "გვინო"-მ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ღვინის ფესტივალში, სახელწოდებით - Prague Drinks Wine,The central European Authentic Wine Festival.
„გვინო“ პრაღაში გამართულ 70 მეღვინესა და 600-მდე დასახელების ღვინოთა შორის იყო წარდგენილი.
ფესტივაილის სტუმრებმა დააგემოვნეს "გვინოს" ქვევრის ღვინოები: რქაწითელი (2016 წლის მოსავალი), მუკუზანი (2017) და ქისი (2017).
„ჩვენმა ღვინოებმა ჩეხი მომხმარებლის ბევრი საინტერესო შეფასება და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა“, - ამბობენ კომპანიაში.
www.travelingeorgia.ge