ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ზონების კეთილმოწყობა 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება
10 აგვისტო, 2018

მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, მსოფლიო ბანკი კი აფინანასებს.

პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე,  ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 1.4 მლნ ლარია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.