მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის - განთავსების ობიექტების 100 თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის - განთავსების ობიექტების 100 თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს. მიზანი, როგორც სააგენტოსი განმარტავენ, მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.
ამ ეტაპზე „მარკეტინგისა და გაყიდვების “ შემსწავლელი კურსი მცხეთის, თელავის, წყალტუბოს, სტეფანწმინდას, თიანეთის, გორის, კასპის და ხაშურის განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდა.
ტრენინგი სასტუმროების 100-მა თანამშრომელმა გაიარა.
სწავლება მოიცავდა: მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში, ინტერნეტ მარკეტინგი ( Booking.com, facebook, Airbnbდა სხვა) ბაზრის კვლევა და კონკრეტული გარემო, სასტუმროს მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება. შიდა მარკეტინგი და ა. შ.
მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.
www.travelingeorgia.ge