Atlasglobal-ის თვითმფრინავს, რომელიც ასრულებდა რეისს სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ამინდის გაუარესების გამო პრობლემები შეექმნა.
Atlasglobal-ის თვითმფრინავს, რომელიც ასრულებდა რეისს სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ამინდის გაუარესების გამო პრობლემები შეექმნა.
როგორც ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი განმარტავს, ყველა მგზავრი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მათი თბილისში ჩამოყვანა კომპანია Atlasglobal-მა უკვე უზრუნველყო.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ მგზავრები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სამწუხაროდ ღამით ამინდი მკვეთრად გაუარესდა ფრენისას, რაც არ იყო პროგნოზით გათვალისწინებული. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. საბედნიეროდ, Atlasglobal-ი ყოველთვის ცდილობს ასეთ დროს მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მიიღოს ყველა საჭირო ზომა. დღეს დილით, გამთენიისას შესრულდა რეისი. მფრინავებმა მათთვის ჩვეული პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ რთულ სიტუაციას. ყველა მგზავრი უვნებელი დაბრუნდა თბილისში”, – აცხადებს თანდაშვილი.
სტამბოლი-თბილისის რეისის მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი აფრენიდან 15-20 წუთში დაეცა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. „როგორც გვითხრეს, 80 პროცენტი იყო იმის შანსი, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო“, – აცხადებენ მგზავრები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
მათივე თქმით, თვითმფრინავი უკან, ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა, დაახლოებით ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ კი, თბილისში სხვა რეისით გამოფრინდნენ. მგზავრების განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა.
www.bpi.ge