ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მღვიმევის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
11 სექტემბერი, 2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. მღვიმევიში მდებარე XIX საუკუნის II ნახევარის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესიას აქვს ძეგლის მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული დეტალები. ნაგებობა მე-19 ს-ის მეორე ნახევარის საეკლესიო მშენებლობის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია უხეშად ნათალი ქვით დუღაბზე.

სავარაუდოდ ტაძარს უნდა ჰქონოდა შვერილი აფსიდი. ჩამოქცეული კედლებიდან ყველაზე უკეთ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი, რომელზეც გაჭრილია ერთი კარი და ორი სარკმელი. თაღოვანი ფორმის კარ-სარკმელთა საპირეები გაფორმებულია ლილვებით. კუთხის წიბოები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. ადგილ-ადგილ შეინიშნება მარტივად პროფილირებული ლავგარდანი. ჩრდილოეთ კედელი შიდა მხრიდან დანაწევრებულია პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი თაღებით, ასეთივე იქნებოდა სამხრეთის გრძივი კედელიც.

შემორჩენილია სამკვეთლოს ნაწილი, რომელშიც ქვედა მხარეს ერთმანეთის გვერდზე გაჭრილია ორი სხვადასხვა ზომის ნიშა. დასავლეთ კედელში ჩრდილოეთით იკითხება ერთი სარკმელი, სავარაუდოდ ასეთივე სარკმელი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ნაწილშიც, ხოლო მათ შუა სავარაუდოდ კარი იქნებოდა გაჭრილი.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.