ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მესტიაში ომარ დადეშქელიანის კოშკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
03 ოქტომბერი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, მაზერში ომარ დადეშქელიანის კოშკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

კოშკი გაიწმინდა ნანგრევებისგან, მოიხსნა და ხელახლა აღდგა გამოფიტული კედლები. სამუშაოები კომპანია „თაუერს+“-მა განახორციელა.

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.