MUNDUS VINI-ს რიგით 22-ე საგაზაფხულო დეგუსტაციის ფარგლებში, რომელიც გერმანიაში გაიმართა, „მეღვინეობა ხარება“-ს საფერავი პრემიუმი, (წითელი, მშრალი 2013) ოქროს პრიზით და Best of show Georgia-ს ტიტულით დაჯილდოვდა.
კომპანიის ცნობით, ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე კომპანიის „კრახუნამ“ (თეთრი მშრალი 2017) და „მწვანემ“ (თეთრი მშრალი 2017).
Mundus Vinis დეგუსტაციის ფარგლებში "მეღვინეობა ხარება"-ს ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტატორებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კომპანიის რამდენიმე სახეობის, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინო.
საერთაშორისო კონკურსი MUNDUS VINI 2001 წლიდან ტარდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსად მიიჩნევა, მისი მიზანია ხარისხიანი ღვინის აღმოჩენა და პოპულარიზაცია. დეგუსტაცია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ჟიურის მიერ.
ჯილდო Best of show Georgia 2016 წლიდან, ყოველწლიურად გადაეცემა ქვეყნიდან საუკეთესო ღვინოს და ერთ-ერთი უმაღლესი ტიტულია კონკურსზე.
www.travelingeorgia.ge