ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მეფუტკრეობის არჩევანი - 22 წლის ახალგაზრდა მეწარმე წინაპრების ტრადიციებს განაგრძობს
11 ოქტომბერი, 2018

22 წლის მეწარმეა შაკო ქარჩავაცევანი მეფუტკრეა სტუდენტი წარმოშობით ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიშიდან არის და მან წინაპრების ტრადიციების გაგრძელება და ამ ტრადიცი

ის ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა. „წინაპრების ტრადიციის გაგრძელება მინდოდა. ჩემი გადაწყვეტილებაც – ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ჩართვასთან დაკავშირებით, სწორედ ამას უკავშირდება. ეს წინაპრების ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა. ჩემი ოჯახის რამდენიმე თაობა მეფუტკრეობით იყო დაკავებული. დიდი სურვილი მქონდა გამეგრძელებინა წინაპრების ტრადიცია და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი იდეის განხორცილებაში YES GEORGIA დამეხმარებოდა.“ YES GEORGIA-ს ტრენინგში მონაწილეობა შაკომ პირველად 3 წლის წინ მიიღო.

ახალგაზრდა მეწარმემ ფინალურ ეტაპზე დაფინანსება ვერ მოიპოვა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა იყო ის ინსპირაცია, ის ცოდნა და გამოცდილება, რამაც მისცა სტიმული თავისი რესურსებით დაეწყო ბიზნესი. ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ისწავლა როგორ უნდა ემართა ბიზნესი, როგორ გამოემუშავებინა საქმისადმი უფრო მეტი პასუხისმგებლობა. ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის დასრულების შემდეგ შაკომ 40 ოჯახამდე ფუტკარი შეიძინა და საქმიანობაც აქტიურად დაიწყო.

ამ ეტაპზე YES GEORGIA-სთან ერთად დისტრიბუციის გაზრდაზე მუშაობას იწყებს. ახალგაზრდებს კი მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ მსგავს პროგრამებში, რადგან სჯერა, რომ ამ ტიპის ტრენინგებზე და პროგრამებში მიღებეული ცოდნა საფუძველია ყველანაირი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში შექმნილ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი. „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ფონდი ‘’კრისტალი’ ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.