ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცირე მარნები დიდ ასპარეზზე - მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა
18 ოქტომბერი, 2018

მცირე მარნები დიდ ასპარეზზე - მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა.

ფესტივალში 40-მდე მარანმა მიიღო მონაწილეობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლანიშვილის თქმით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.

“წარმატებული რთველის შემდეგ, ქართული ღვინის დღეები „ღვინობისითვე-2018“ აღინიშნა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით, რაც კიდევ ერთი გზავნილია, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. საქართველოში მცირე და საშუალო ღვინის მარნები ვითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 800-მდე ღვინის მწარმოებელია, მათ შორის, ბევრია საოჯახო მარანი, რაც არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მცირე მარნები ვითარდება არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა“ - აღნიშნა ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა.

„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა, 2018 წელს კი ქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდ აღინიშნება: ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-დან 21 ოქტომბრამდე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.