ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მასკატიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი ინიშნება
15 მაისი, 2018

ომანის დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით 14 ივნისიდან ავიარეისი ინიშნება. ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანია SalamAir-თან ერთად მასკატსა და სალალაში პრეზენტაციები მოაწყო.

დედაქალაქ მასკატსა და სალალაში გამართულ პრეზენტაციებს ტურისტული ადგილობრივი კომპანიების 170 წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენელმა ამირან ივანიძემ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ადგილობრივ ტუროპერატორებს ინფორმაცია მიაწოდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.