მარტიდან “მაკდონალდსში” ახალი ტიპის, ხის დაფაზე განთავსებული ელიტარული ბურგერი გამოჩნდება. ეს იქნება დაახლოებით ისეთი ტიპის ბურგერი, როგორიც “ბურგერ ბარებში” იყიდება, ამის შესახებ “მაკდონალდონალდსი საქართველოს” დირექტორმა, თენგიზ კაპანაძემ “ბანკები და ფინანსებთან” სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.
“მარტიდან ახალ კონცეფციას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს – ეს არის ელიტარული ბურგერი. ანუ, ხის დაფაზე განთავსებული კრაფტ ბურგერი, რომელიც სრული სიახლე იქნება “მაკდონალდსის” მომხმარებლებისთვის.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა რომელსაც წლის ბოლოს განვახორციელებთ. გვინდა, რომ გავხსნათ მინიმუმ 7 ახლი რესტორანი და ეს ყველაფერი მოხდეს სწორი პროექტირების შედეგად. გვსურს შევიდეთ ძველ თბილისში და გავხსნათ “მაკდონალდსი”, შესაძლოა რესტორან–კაფეს ფორმატშიც. ასევე, ვამუშავებთ სწორ საფასო პოლიტიკას, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მომხმარებელზე. სამწუხაროდ, ჩვენთან სოციალური ფონი ჯერ კიდევ დაბალია, მართალია ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ არა იმ ინტენსივობით როგორც საჭიროა. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებები მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული მომხარებელზე და პირველ რიგში ვითვალისწინებთ სწორედ მომხმარებლის ინტერესს”, – აცხადებს კაპანაძე.
BFM.GE