ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მარანი ხვთისია“ წელს ღვინის რაოდენობის გაზრდას გეგმავს
19 მარტი, 2018

მცირე საოჯახო „მარანი ხვთისია“ (ხვთისიაანთ მარანი) წელს ღვინის რაოდენობის გაზრდას გეგმავს. მარანი ახლა საკუთარ პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, მაგრამ მომავალში იმედოვნებს, რომ „ღვინო ხვთისიას“ ექსპორტზეც გაიტანს.

„მარანი ხვთისია“ კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს, ვენახები გაშენებულია ახოების სახელოვან მიკროზონაში.

„გვაქვს რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძენი, შესაბამისად, ღვინოც 2 სახეობა გვაქვს. მცირე საოჯახო მარანი ვართ, ვაპირებთ სხვა ჯიშების გაშენებასაც. 2011 წლიდან დავიწყეთ ვენახის გაშენება და ყოველ წელს ვამატებდით მცირე რაოდენობით“, - ამბობს მეპატრონე.

მარანში პირველად ღვინო 2017 წელს ჩამოისხა 2016 წლის მოსავლიდან და 2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე წარმატებით წარსდგა. „მარანი ხვთისია“ წელსაც აპირებს სხვადასხვა ფესტივალზე მონაწილეობას და ღვინო ხვთისიას უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას.

„ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს ვაყენებთ ქვევრში, რქაწითლისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მინიმალურად ჩავერიოთ როგორც ღვინის დაყენების პროცესში ასევე ვენახის მოვლაში“, - ასეთია ხვთისიას ღვინოების ძირითადი განაცხადი. 

 

ამბობენ, რომ ჯერჯერობით მარანი მცირე რაოდენობით ღვინოს აწარმოებს და ქართულ ბაზარს ბოლომდე ვერ ააკმაყოფილებს.

„მარანი ხვთისიას“ ღვინოები თბილისში იყიდება ნატურალურ ღვინის ბარ ღvino underground -ში, G.vino-ში, ასევე ქარვის ბარში, DADI ვაინ ბარში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.