ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მალთაყვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს ამოქმედდება
11 მარტი, 2019

მალთაყვის  განაშენიანების რეგულირების გეგმის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს ამოქმედდება. როგორც „კომერსანტს“ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კოტე თოფურიამ განუცხადა, მალთაყვის განვითარების გეგმა ქალაქის რეკრეაციული ზონის, ზღვის სანაპირო ზოლის  და კოლინბარის კუნძულის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს.

მისივე თქმით, მალთაყვის განვითარება ტურისტული თვალსაზრისით სასტუმროების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. კოტე თოფურიას განცხადებით, განაშენიანების რეგულირების გეგმა რამდენიმე წელში ვერ განხორციელდება და მან შესაძლოა ათწლეულებიც მოიცვას.

„გრძელვადიანი პროცესია, რომლის განხორციელებაც ეტაპობრივად იგეგმება და მისი განვითარება იმ საჭიროებების მიხედვით მოხდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ეს ინვესტორებისთვის კეთდება, რათა მათთვის ფოთი მიმზიდველი იყოს. ვიმედოვნებ, რომ ფოთი ბათუმზე მეტი თუ არა ნაკლები ნამდვილად არ იქნება,“ – განაცხადა კოტე თოფურიამ.  

ფოთის მერის მოადგილის განცხადებით, ამჟამად უცნობია პროექტში ჯამში რა სახის ინვესტიცია ჩაიდება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულებისშესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის 

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისშემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო 

მომსახურებისმომწოდებლის შესარჩევი კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა, სადაც შპს ,,ურბანიკა“გამარჯვებულად გამოვლინდა.

მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს 

დაკვეთით მომზადდა.

ლიკა გურაბანიძე

commersant.ge

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.