დღეს მაღლივის საფეხმავლო ხიდი გაიხსნება. თბილისის მერმა კახა კალაძის თქმით, ხიდით სარგებლობას, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ბაგებში გადადის, დღეიდან ყველა შეძლებს.
“დავასრულეთ საინტერესო პროექტის რეაბილიტაცია. ეს არის მაღლივის საფეხმავლო ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გადადის ბაგების მხარეს. გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ეს ხიდი. დღეს უკვე გვაქვს განახლებული, სრულად რეაბილიტირებული და საკმაოდ ლამაზი ხიდი. იქ მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივად ისარგებლებენ მისით,"- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ პროექტის "თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში ნინო ქათამაძის კონცერტიც დააანონსა, რომელიც ვარკეთილში მედიათეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
www.travelingeorgia.ge