თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება. ინფორმაციას ipn-ი აქვეყნებს.
თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დასრულდება. პროექტს შპს „საქსპეცტრანსი“ ახორციელებს.
საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზე იქნება გათვლილი. საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 1 ლარი ან უფრო ნაკლები იქნება.
საბაგიროს მეშვეობით „მაღლივი - ბაგების“ მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.
imedinews.ge